Posts

Showing posts from 2017
Image
ქართული რეალობა არატრადიციული ორიენტაციის მქონე პირთა მიმართ სასტიკი და დაუნდობელია. მხოლოდ ხმამაღლა გამოხატული ზიზღი და აგრესია არ აკმაყოფილებს. მისი არაჰუმანურობა ყოველგვარ ადამიანურ საზღვარს სცდება და მარაზმის სახეს იღებს. საზოგადოება ბობოქრობს, ხშირად ღმერთის სახელით. თუმცა, ჯერ არც ერთ ქრისტიანულ რელიგიურ მოძღვრებაში არ ამომიკითხავს, ცხვირ-პირი გაუერთიანე ან მოკალი ცოდვილიო. სიძულვილით განმსჭვალული ხალხი სწორედ რელიგიურ მოტივს ირჩევს თავის გასამართლებლად. ქადაგება მამათმავლობის (ჰომოსექსუალიზმის) წინააღმდეგ ეკლესიაში Top Chart-შია. ეკლესიას და რელიგიას დიდი გავლენა აქვს ხალხზე და ეს ახალი ამბავი არ არის. ჯერ კიდევ დავით აღმაშენებელს მოუხდა პოლიტიკაში აქტიურად ჩართული სასულიერო პირების “თავიდან მოშორება“ ქვეყნის პოლიტიკის სასიკეთოდ წარმართვისთვის (მიუხედავად ამისა, ის წმინდანად შერაცხეს). ნებისმიერი არასწორი განცხადება სასულიერო პირების მხრიდან თავისუფლად შეიძლება რელიგიური ექსტრემიზმის მიზეზი გახდეს. როდესაც ხალხს ღმერთთან შუამავალი ჰგონიხარ, მეტი პასუხისმგებლობა გმართებს. ყოვე...